• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ევრობასკეტ 2025 - საქართველოს ნაკრები
კალათბურთიკალათბურთი
ქართულიქართული

ევრობასკეტ 2025 - საქართველოს ნაკრები

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველომ კონტინენტურ ასპარეზზე თავი უკვე დაამკვიდრა, რადგან ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს. გუნდმა ორჯერ გადალახა პირველი ეტაპი და წელსაც ეცდება, მესამედ გააკეთოს ეს.


სადებიუტო ევრობასკეტზე, 2011 წელს, საქართველომ მეორე ჯგუფურ ეტაპამდე მიაღწია და საუკეთესო შედეგი – მე-11 ადგილი – დააფიქსირა. ოთხი წლის შემდეგ კი მე-16 ეტაპზე გავიდა, თუმცა ლიეტუვასთან დამარცხდა. 2022 წელს მასპინძლობის მიუხედავად, საქართველომ ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა და მხოლოდ ერთ გამარჯვებას მიაღწია.


ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდი დიდ ოცნებასთან ერთად ჩამოდის ტურნირზე, თუმცა თოკო შენგელიამ, გოგა ბითაძემ, სანდრო მამუკელაშვილმა და სხვებმა კარგად იციან, რომ ისტორიის შესაქმნელად ჯერ ურთულესი ჯგუფიდან უნდა გავიდნენ კვიპროსში.


საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კალენდარი


გამორჩეული მოთამაშეები


ევრობასკეტის ოფიციალური გვერდი საქართველოს ნაკრების გამორჩეულ მოთამაშეებზე წერს.


თოკო შენგელია საქართველოს გუნდის გული და სულია. არაერთხელ დაუმტკიცებია ეს, მაქსიმალურად ბევრი საკვალიფიკაციო მატჩის ჩატარებით. ფორვარდი მეოთხე ევრობასკეტზე ითამაშებს. 2013 წელს მუხლის ტრავმის გამო დააკლდა ტურნირს, 2022 წელს კი – მხრის ტრავმის გამო, რაც განსაკუთრებით მტკივნეული იყო, რადგან მისი სამშობლო მასპინძელ ქვეყანათა შორის იყო.


33 წლის ასაკში შენგელიას ვერაფერი აკავებს – წელს ბარსელონას შეუერთდა გრძელვადიანი კონტრაქტით. ქარტველი ფორვარდი შეტევაში ნებისმიერი პოზიციიდან სახიფათოა. გასულ სეზონში ვირტუს ბოლონიაში სამქულიანებში 36%-იან სიზუსტეს აჩვენებდა და კვლავ ისეთივე მონდომებული და ენერგიულია ფარის ქვეშ.



შენგელიამ საქართველოს 2023 წლის მსოფლიო თასზე გასვლაში დიდი როლი ითამაშა, სადაც 15.5 ქულა, 4 მოხსნა და 2.5 ჩაჭრა ჰქონდა. მისი უკანასკნელი ევრობასკეტი 2017 წელს იყო, როდესაც საშუალოდ 18.8 ქულას, 7.8 მოხსნასა და 3.2 პასს აგროვებდა. 2025 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი მისი მაჩვენებლები გამორჩეული იყო – 22.8 ქულა, 7.2 მოხსნა და 3.8 პასი. როცა შენგელია თამაშობს, საქართველოს კარგი შედეგები აქვს და ჯიკიჩიც იმედოვნებს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება.


სანდრო მამუკელაშვილი ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე მოძრავი და მოქნილი მაღალი მოთამაშეა. მისი სროლის ხელწერა და მებრძოლი ხასიათი მას მეტოქეებისთვის ნამდვილ თავსატეხად აქცევს. თავისი პოზიციისთვის იშვიათად კარგავს ბურთს და თითქმის ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებს ორივე ნახევარზე. ბოლო ევრობასკეტზე საშუალოდ ორმაგი დუბლი ჰქონდა – 15.1 ქულა და 11.0 მოხსნა. მიუხედავად რთული C ჯგუფისა, მას შეუძლია ამ ზაფხულს უკეთესი შედეგების ჩვენება.


მამუკელაშვილის სტილი თანამედროვე კალათბურთს ერგება, ხოლო გოგა ბითაძე უფრო ტრადიციული ცენტრის როლს იკავებს. თუმცა მისი სროლის უნარიც დასაფასებელია. ბითაძის მთავარი ძალა ფარის ქვეშაა – ძლიერი ცენტრი, რომელიც გამოირჩევა ჩაჭრით, პიკ-ენ-როლის დაცვით, ასევე სამწამიანიდან და მის მიღმა ქულების მოპოვებით. შეტევაში გადამწყვეტია მოხსნებსა და შეტევების დასრულებაში. ეს იქნება მისი მეორე ევრობასკეტი, სადაც პირველად საშუალოდ 10 ქულა და 6.3 მოხსნა ჰქონდა.


საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობა


ისტორია


საქართველო ორჯერ გავიდა საუკეთესო 16-ში: 2011 წელს ლიეტუვაში მე-11 ადგილი დაიკავა, ხოლო 2015-ში, საფრანგეთში, 1/8 ფინალში ლიეტუვასთან 85-81 დამარცხდა და მე-15 ადგილზე დაასრულა ტურნირი. 2022 წელს მასპინძლობის მიუხედავად ჯგუფიდან ვერ გავიდა და 1-4 ბალანსით დამაკმაყოფილებელი შედეგი ვერ აჩვენა. სწორედ ეს მარცხი შეიძლება გახდეს დამატებითი მოტივაცია, რადგან აგვისტო-სექტემბერში გუნდი პირველი ტოპ 10 შედეგისთვის იბრძოლებს.



საუკეთესო მექულეები ევრობასკეტზე


1. ოთარ ქორქია (საბჭოთა კავშირი) - 36 მატჩი, 357 ქულა

2. თორნიკე შენგელია - 19 მატჩი, 257 ქულა

3. მანუჩარ მარკოიშვილი - 23 მატჩი, 246 ქულა

4. გიორგი შერმადინი - 29 მატჩი, 227 ქულა

5. ვიქტორ სანიკიძე - 19 მატჩი, 220 ქულა

6. ზაზა ფაჩულია - 16 მატჩი, 216 ქულა

7. ზურაბ საკანდელიძე (საბჭოთა კავშირი) - 36 მატჩი, 201 ქულა

8. გიორგი ცინცაძე - 27 მატჩი, 170 ქულა

9. დუდა სანაძე - 19 მატჩი, 149 ქულა

10. მიხეილ ქორქია (საბჭოთა კავშირი) - 20 მატჩი, 129 ქულა


როგორ გავიდა საქართველო ევრობასკეტზე


დანია 57-69 საქართველო

საქართველო 63-76 სერბეთი

ფინეთი 83-90 საქართველო

საქართველო 81-64 ფინეთი

საქართველო 62-60 დანია

სერბეთი 63-54 საქართველო


ქვიზი: როგორ გახსოვს საქართველოს გამოსვლა გასულ ევრობასკეტებზე?

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ევრობასკეტი
საქართველო
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ესპანეთის 12-კაციანი განაცხადი ევრობასკეტისთვის ცნობილია

•კალათბურთი

კალათბურთი

ესპანეთის 12-კაციანი განაცხადი ევრობასკეტისთვის ცნობილია
•კალათბურთი

კალათბურთი

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან მეორე ამხანაგურ მატჩშიც დამარცხდა

•კალათბურთი

კალათბურთი

საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან მეორე ამხანაგურ მატჩშიც დამარცხდა
•კალათბურთი

კალათბურთი

დიდი დანაკლისი - ბოსნია და ჰერცეგოვინას საბოლოო განაცხადი ევრობასკეტისთვის ცნობილია

•კალათბურთი

კალათბურთი

დიდი დანაკლისი - ბოსნია და ჰერცეგოვინას საბოლოო განაცხადი ევრობასკეტისთვის ცნობილია
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

11 სთ წინ

ესპანეთის 12-კაციანი განაცხადი ევრობასკეტისთვის ცნობილია

News image

8 სთ წინ

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა

News image

21 აგვ, 2025

საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან მეორე ამხანაგურ მატჩშიც დამარცხდა

News image

21 აგვ, 2025

დიდი დანაკლისი - ბოსნია და ჰერცეგოვინას საბოლოო განაცხადი ევრობასკეტისთვის ცნობილია