საქართველომ ევრობასკეტი 2025 ევროპის ჩემპიონის დამარცხებით დაიწყო.
ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეტოქე ესპანეთის ნაკრები იყო, რომელიც 83:69 დავამარცხეთ.
საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც 19 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი დააგროვა.
მეორე საუკეთესო შედეგი გოგა ბითაძემ დააფიქსირა - 15 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი.
საქართველომ ესპანეთის წინააღმდეგ ისტორიული შედეგი დააფიქსირა - აქამდე ამ გუნდთან გამართულ არცერთ შეხვედრაში ასე ბევრი ქულა (83) არ აგვიღია და ასე ცოტა (69) არ მიგვიღია.
შემდეგ მატჩს 30 აგვისტოს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარებთ, ესპანეთი კი იმავე დღეს ბოსნია და ჰერცოგოვინას დაუპირისპირდება.