ჯეიმს მედისონმა მუხლის ტრავმის გამო შესაძლოა სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს.
ინგლისელმა ნახევარმცველმა ტრავმა ბოდო გლიმტთან ევროპა ლიგის პირველ 1/2 ფინალში მიიღო (3:10.
BBC-ს ინფორმაციით, მატჩის მეორე დილასვე გაირკვა, რომ ტრავმა იმაზე სერიოზულია, ვიდრე ექიმებმა მოედანზე ივარაუდეს, რაც შემდეგში რენტგენზეც დადასტურდა.
ამ ეტაპზე მედისონი მუხლის მყესებზე დამატებით გამოკვლევებს იტარებს და მისი ტრავმის სიმძიმე მომდევნო 48 საათში გაირკვევა.
დიდი ალბათობით, მედისონის მონაწილეობა ბოდო გლიმტთან საპასუხო შეხვედრაში, რომელიც 8 მაისს გაიმართება, პრაქტიკულად გამორიცხულია. ის კი არა, მას სავარაუდოდ ფინალის გამოტოვებაც მოუწევს, თუ მისი გუნდი გადამწყვეტ მატჩამდე მისვლას შეძლებს.