უეფას ევროპა ლიგის 1/2 ფინალში ბილბაოს ატლეტიკთან მატჩის შემდეგ ბრუნო ფერნანდეშმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"როცა მენეჯერი და ფიზ.მომზადების მწვრთნელი მეუბნებიან, რომ მოდუნება და დასვენება მჭირდება, უარს ვამბობ ხოლმე.
მათ სულ ამას ვეუბნები, რომ როცა მოვკვდები, ბევრი დრო მექნება დასასვენებლად." - უთხრა პორტუგალიელმა TNT Sports-თან.
ბრუნომ ბილბაოს ატლეტიკთან დუბლი შეასრულა და თავისი გუნდის მოგებაში დიდი როლი ითამაშა.
მანჩესტერმა და ტოტენჰემმა ევროპა ლიგის ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს