რუბენ ამორიმმა მანჩესტერ იუნაიტედში ვიქტორ გიოკერეშის შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.
გიოკერეში სპორტინგში ამორიმის ხელმძღვანელობით თამაშობდა.
„გიოკერეში მანჩესტერში? ვიქტორთან არ მილაპარაკია, მაგრამ თუ ვიქტორს ჩვენთან გადმოსვლა მარტო იმიტომ სურს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს, მაშინ ის ემიუში არ გადმოვა.
ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელები, რომელთაც მანჩესტერის წარდგენა ენდომებათ და არა ისეთები, ვინც აქ კონკრეტულ ტურნირზე სათამაშოდ გადმოვა." - აღნიშნა პორტუგალიელმა მწვრთნელმა.