2 მარტს სტარტს ფორმულა 1-ის ახალი სეზონი აიღებს.
2024 წელს F1-ში რეკორდული რაოდენობის 24 რბოლას ვიხილავთ, სეზონი 2 მარტს ბაჰრეინში დაიწყება, 8 დეკემბერს კი აბუ დაბის გრანპრით დასრულდება.
წელს 6 სპრინტ უიქენდი ჩატარდება: ჩინეთის, მაიამის, ავსტრიის, აშშ-ს, ბრაზილიისა და კატარის გრანპრიებზე.
სრული განრიგი კი ასეთია:
ბაჰრეინი - 29 თებერვალი-2 მარტი
საუდის არაბეთი - 7-9 მარტი
ავსტრალია - 22-24 მარტი
იაპონია - 5-7 აპრილი
ჩინეთი - 19-21 აპრილი
მაიამი - 3-5 მაისი
ემილია რომანია (იმოლა) - 17-19 მაისი
მონაკო - 24-26 მაისი
კანადა - 7-9 ივნისი
ესპანეთი - 21-23 ივნისი
ავსტრია - 28-30 ივნისი
ბრიტანეთი - 5-7 ივლისი
უნგრეთი - 19-21 ივლისი
ბელგია - 26-28 ივლისი
ნიდერლანდები - 23-25 აგვისტო
იტალია (მონცა) - 30 აგვისტო-1 სექტემბერი
აზერბაიჯანი - 13-15 სექტემბერი
სინგაპური - 20-22 სექტემბერი
აშშ (ოსტინი) - 18-20 ოქტომბერი
მექსიკა - 25-27 ოქტომბერი
ბრაზილია - 1-3 ნოემბერი
ლას ვეგასი - 21-23 ნოემბერი
კატარი - 30 ნოემბერი-1 დეკემბერი
აბუ დაბი - 6-8 დეკემბერი
ახალი სპრინტ ფორმატი:
პარასკევი - პრაქტიკა, სპრინტის კვალიფიკაცია
შაბათი - სპრინტი, რბოლის კვალიფიკაცია
კვირა - რბოლა
გუნდები და მრბოლელები:
რედ ბული - მაქს ვერსტაპენი და სერხიო პერესი
მერსედესი - ლუის ჰემილტონი და ჯორჯ რასელი
ფერარი - კარლოს საინსი და შარლ ლეკლერი
მაკლარენი - ლანდო ნორისი და ოსკარ პიასტრი
ასტონ მარტინი - ფერნანდო ალონსო და ლენს სტროლი
ალპინი - ესტებან ოკონი და პიერ გასლი
უილიამსი - ლოგან სარჯენტი და ალექს ალბონი
RB (Visa Cash App F1 Team) - იუკი ცუნოდა და დანიელ რიკიარდო
ზაუბერი (Stake F1 Team) - ჟოუ გუანიუ და ვალტერი ბოტასი
ჰაასი - კევინ მაგნუსენი და ნიკო ჰულკენბერგი
ყველა გუნდმა თავისი ბოლიდი უკვე წარადგინა.
ეს სეზონი იმითაცაა საინტერესო, რომ მრბოლელთა ნახევარზე მეტს წლის ბოლოს თავიანთ გუნდებთან კონტრაქტი ეწურება: სერხიო პერესი, ესტებან ოკონი, პიერ გასლი, ჟოუ გუანიუ, ვალტერი ბოტასი, ფერნანდო ალონსო, ნიკო ჰულკენბერგი, კევინ მაგნუსენი, იუკი ცუნოდა, დანიელ რიკიარდო, ალექს ალბონი, ლოგან სარჯენტი.
უკვე გარკვეულია, რომ 2025 წლიდან ფერარიში შარლ ლეკლერის თანაგუნდელი 7-გზის მსოფლიო ჩემპიონი ლუის ჰემილტონი გახდება, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას კარლოს საინსი და ვინ გახდება მერსედესში ჯორჯ რასელის მეწყვილე.
შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის 2023 წლის სეზონის გამარჯვებული მაქს ვერსტაპენია, რომელმაც ზედიზედ მესამედ შეძლო ტიტულის მოპოვება, კონსტრუქტორთა თასის მფლობელი კი რედ ბული გახდა, რომელმაც ეს ზედიზედ 2-ჯერ მოახერხა.