სავარაუდოდ, ყველა ყვითელი ბარათი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ და ასევე 1/4 ფინალების შემდეგ გაუქმდება, რათა შემცირდეს იმის შანსი, რომ მოთამაშეებმა პლეი-ოფის მატჩები გამოტოვონ.
მიმდინარე წლის ტურნირზე, რომელიც შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება, დაგროვილი გაფრთხილებების გამო დისკვალიფიკაციის ახალი წესები განიხილება და FIFA-ს საბჭოს შეხვედრაზე დამტკიცდება, რომელიც ვანკუვერში, სამშაბათს შედგება.
წინა მსოფლიო ჩემპიონატებზე ყვითელი ბარათები მხოლოდ 1/4 ფინალების შემდეგ ნულდებოდა. თუმცა, რადგან ეს გაფართოებული მსოფლიო ჩემპიონატია 48 გუნდით, FIFA გეგმავს წესების შეცვლას, რათა შემცირდეს დისკვალიფიკაციების რაოდენობა.
დამატებული 16 გუნდის გამო, ტურნირს პლეი-ოფის კიდევ ერთი ეტაპი - 1/16 ფინალი დაემატა.
თუ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო ცვლილებას არ შეიტანს, მაშინ მოთამაშე, რომელიც 1/4 ფინალამდე მისვლამდე 5 მატჩში 2 გაფრთხილებას მიიღებს, ავტომატურად დაისჯება დისკვალიფიკაციით.
მაგრამ თუ ჯგუფური ეტაპის შემდეგ მე-2 „ამნისტიის“ პერიოდი დაწესდება, მოთამაშემ უნდა მიიღოს ყვითელი ბარათი 3-დან 2 ჯგუფურ მატჩში, ან მიიღოს 2 ყვითელი ბარათი 1/32 ფინალში, 1/16 ფინალსა და 1/4 ფინალში ჩატარებულ მატჩებში, რათა დისკვალიფიკაცია დაეკისროს.