სექტემბერი-ოქტომბერის სანაკრებო მატჩების შემდეგ, FIFA-მ ნაკრებების რეიტინგი ოფიციალურად განაახლა.
4 მატჩში 2 ფრისა და 2 მარცხის შედეგად, აწ უკვე რამაზ სვანაძის გუნდმა ორი პოზიცია დაკარგა და 72-დან 74-ე პოზიციამდე ჩამოქვეითდა.
რეიტინგში გადაგვასწრეს ისლანდიამ და იორდანიამ, რომლებმაც თითო პოზიცია გაიუმჯობესეს და 73-ე და 72-ე პოზიციებს იკავებენ.
ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს 1345.88 ქულა აქვს.
ტოპ 10-ში დიდი ცვლილებები არ მომხდარა, პირველ 4 ადგილს კვლავ ესპანეთი, არგენტინა, საფარნგეთი და ინგლისი იყოფენ. სამაგიეროდ ორი პოზიციით დაწინაურდა პორტუგალია, რომელიც ახლა მეხუთეა, ერთი ადგილი დაკარგა ბრაზილიამ (6) და მაროკომ (7).
ტოპ 10 ასე გამოიყურება:
1. ესპანეთი
2. არგენტინა
3. საფრანგეთი
4. ინგლისი
5. პორტუგალია
6. ბრაზილია
7. მაროკო
8. ბელგია
9. ნიდერლანდები
10. მექსიკა.