• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
"გაჩერებას არ ვაპირებ" - ექსკლუზიური ინტერვიუ მერაბ დვალიშვილთან
ქართულიქართული
UFCUFC

"გაჩერებას არ ვაპირებ" - ექსკლუზიური ინტერვიუ მერაბ დვალიშვილთან

09 ივნ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

UFC 316-ზე შონ ო'მალისთან მოპოვებული გამარჯვებისა და ქამრის დაცვის შემდეგ, ქართველ ჩემპიონ მერაბ დვალიშვილს გავესაუბრეთ.


- მერაბ, დღეს შენი დამსახურებით მთელმა ქვეყანამ ბედნიერად გაიღვიძა, რას გადასცემდი იმ გულშემატკივარს, რომელიც გელოდება ახლა საქართველოში?


- პირველ რიგში, მადლობას ვეტყვი თითოეულ ქართველ გულშემატკივარს, რადგან ისინი არიან ჩემი მთავარი მოტივაცია და ბედნიერი ვარ, თუ შევძელი და გავახარე მათი გულები.


- ეს იყო უდიდესი გამარჯვება, არამარტო ქამრის დაცვის გამო. მთელი დღეა ინტერნეტი ლაპარაკობს, საუბრის მთავარი თემაა, რომ მერაბი ისევ აგრძელებს განვითარებას. შემდეგი ბრძოლები კიდევ უკეთესი იქნება?


- რა თქმა უნდა, მე ვვითარდები და ასე ვერ ვიტყვი შემდეგი ბრძოლა როგორი იქნება, რადგან ყველა ბრძოლა ინდივიდუალურია, მე ყოველ ჯერზე მაქსიმუმისთვის ვარ მზად და რა თქმა უნდა, თუ ფინიშით დავასრულებ, მაგას რა აჯობებს, მაგრამ მზად ვარ სრული ბრძოლისთვისაც.


ერთ რამეს ნამდვილად გპირდებით, რომ მე გაჩერებას არ ვაპირებ, განვვითარდები და გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის.


- ბრძოლამდე ჯონ ვუდთან გვქონდა ინტერვიუ და ხშირად ეკითხებოდნენ ფინიშებზე. ამბობდა, რომ ზუსტად ვიცით, სად არის ეგ სივრცე და ამ ბრძოლაში გაგაოცებთ. შენ უამრავ კითხვას გაეცი პასუხი, შენმა გუნდმა საოცარი შრომა ჩადეთ ამ ყველაფერში, რამაც შედეგი გამოიღო.


- კიდევ დიდი არსენალი მაქვს სხვადასხვა მტკივნეული ილეთის, მაგრამ ნელ-ნელა ალბათ ნახავს MMA-ის გულშემატკივარი. ამ დონეზე ყოველთვის ვერ შეძლებ მოწინააღმდეგის დაფინიშებას, ამჯერად ეს შევძელი. ქართველებს გვაქვს გამონათქვამი, რომ მოგებულს არ ასამართლებენ და როცა ჩემპიონი ხარ, სიმართლე გითხრათ, ფინიშით მოვიგებ თუ გადაწყვეტილებით, არ აქვს მნიშვნელობა.


ერთი რამე ფაქტია, რომ არ მინდა მსაჯების ხელში დავტოვო გადაწყვეტილება, რაც მოხდა ჩემი პირველი ბრძოლის დროს UFC-ში. მინდა, რომ ყოველთვის აშკარად მოვიგო და როგორც იქნება, ისე იქნება.


- გილოცავ კიდევ ერთხელ, წარმატებები, მთელი ქვეყანა შენ უკან ვდგავართ, ძალიან გვიხარიხარ და გგულშემატკივრობთ. ეჭვი არ გვეპარება, რომ საამაყო და აქტიური ჩემპიონი იქნები, რომელიც ჩვენს დროშას ხშირად ააფრიალებს.


- მადლობა, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაც შეიძლება დიდხანს ვიყო ჩემპიონი, დიდხანს ვიბრძოლო ამ დონეზე და აქედან მოვუტანო ჩემს ქვეყანას პატარა წარმატება და ერთი აგური დავდო ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაში, რაც ჩვენნაირ პატარა ქვეყანას ნამდვილად სჭირდება.


მადლობას ვეტყვი თითოეულ ქართველ გულშემატკივარს, განსაკუთრებით ემიგრანტებს. ახალგაზრდა თაობას ვეტყვი, რომ ივარჯიშეთ, იცხოვრეთ ჯანსაღად და ყველაფერი შესაძლებელია. მე თუ გამომივიდა, გამოგივათ თქვენც.


ფოტოისტორია: მანქანა შეუჩერებელია - დვალიშვილის ქამრის დაცვა ო'მალისთან

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

"შენი დანახვა აღარ მინდა", - ფრიცმა ზვერევს საშინაო ფინალი მოუგო და ტიტულს დაეუფლა

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

"შენი დანახვა აღარ მინდა", - ფრიცმა ზვერევს საშინაო ფინალი მოუგო და ტიტულს დაეუფლა
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

•ქართული

ქართული

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
•ქართული

ქართული

მედალი განაღდებულია! ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

•ქართული

ქართული

მედალი განაღდებულია! ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
•ქართული

ქართული

შავდათუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულა

•ქართული

ქართული

შავდათუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულა
•ქართული

ქართული

News image

1 სთ წინ

"შენი დანახვა აღარ მინდა", - ფრიცმა ზვერევს საშინაო ფინალი მოუგო და ტიტულს დაეუფლა

News image

2 სთ წინ

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

News image

1 სთ წინ

მედალი განაღდებულია! ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

News image

2 სთ წინ

შავდათუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულა