ამერიკის ნაკრების ვარსკვლავი კრისტიან პულიშიჩი საჯარო და ხმაურიანი განშორების ეპიცენტრში აღმოჩნდა.
მისი ყოფილი მეგობარი გოგონა, პროფესიონალი გოლფის მოთამაშე ალექსა მელტონი, ფეხბურთელს ადანაშაულებს, რომ მან ახალი ურთიერთობების ძიება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, სანამ მათი ურთიერთობა დასრულებული არ იყო.
მელტონმა სკანდალური განცხადება ინსტაგრამზე, საკუთარი პოსტის კომენტარებში გააკეთა. როდესაც ერთ-ერთმა გამომწერმა დაწერა, რომ პულიშიჩის მხრიდან მასთან დაშორება „ისტორიული შეცდომაა“, ალექსამ მწვავედ უპასუხა: „რამდენი ლაიქი გინდათ, რომ მისი Raya-ს პროფილი გამოვაქვეყნო?“
მოგვიანებით წაშლილ კომენტარში მელტონი პირდაპირ მიანიშნებდა, რომ პულიშიჩი ცნობილი ადამიანებისთვის განკუთვნილი პაემნების აპლიკაციით, Raya-თი, ჯერ კიდევ მაშინ სარგებლობდა, როცა ისინი წყვილი იყვნენ.
თავად პულიშიჩს ამ ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. მათი ურთიერთობა საჯარო 2024 წელს გახდა, მას შემდეგ რაც ფეხბურთელმა გოგონას სოციალურ ქსელში თავად მისწერა. ბოლო თვეებში ამერიკელ შემტევს მსახიობ სიდნი სუინისთანაც აკავშირებდნენ, თუმცა მან ეს ჭორები მალევე უარყო.
ალექსა მელტონს დაშორების სხვა მიზეზებზე მეტი არაფერი უთქვამს. ამავდროულად, კრისტიან პულიშიჩი სრულად მოედანზეა კონცენტრირებული. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება და ეს პირადი დრამა მისი ფსიქოლოგიური მდგრადობისთვის სერიოზული გამოცდა იქნება.