ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპზე იბერია 1999 გადამწყვეტ მატჩს გამართავს.
უეფას ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ჩრდილო ირლანდიურ ლარნეს დაუპირისპირდება.
გუნდებს შორის პირველი მატჩი 0-0 დასრულდა, თბილისში გამარჯვების შემთხვევაში კი იბერია 1999 კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში გასვლას გაინაღდებს და ასპარეზობას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში გააგრძელებს.
საინტერესოა, ვინ იქნებიან ამ მნიშვნელოვანი მატჩის მსაჯები:
შეხვედრის მთავარი მსაჯი ნორვეგიელი როჰიტ საგი იქნება, მას კი ასისტენტობას ასევე ნორვეგიელები, ანდერს ოლავ დალე და ოლე ანდრეას ჰაუკასენი, გაუწევენ.
მე-4 მსაჯი ნორვეგიელი მარიუს ჰანსენ გროტაა, ვიდეო ასისტენტ რეფერი (VAR) კი კრისტოფერ ჰოგენესი იქნება. ნორვეგიელს VAR-ის ოთახში ასისტენტად ბელგიელი ბრამ ვან დრისხე ეყოლება.
როჰიტ საგიმ უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე კაირათისა და ომონიას მატჩი განსაჯა, მოთამაშეებს კი 5 ყვითელი, 1 მეორე ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა.
ნორვეგიელ არბიტრს გასულ სეზონში უეფას ახალგაზრდული ფინალის მთავარი მსაჯობა ანდეს, სადაც მადრიდის რეალმა პენალტების სერიაში ბრიუგე დაამარცხა.
დემჩენკოს მკაცრი გზავნილი ლარნესთან ისტორიული მატჩის წინ