მუნდიალის 1/16 ფინალში პორტუგალიამ ხორვატია დრამატულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა, თუმცა მატჩი მსაჯების ირგვლივ ატეხილმა უდიდესმა სკანდალმა დაჩრდილა.
შეხვედრის მიწურულს იოშკო გვარდიოლამ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა VAR-მა გოლი საკამათო თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა. ამ გადაწყვეტილებამ ზლატან იბრაჰიმოვიჩის მძაფრი პროტესტი და კორუფციაზე პირდაპირი ბრალდებები გამოიწვია.
Fox Sports-ის ექსპერტმა იტალიურ Gazzetta-სთან ინტერვიუში ფიფა მკაცრად გააკრიტიკა:
ეს იყო ფანტასტიკური მატჩი, რომელიც ბოლოს VAR-მა გააფუჭა. ჩემთვის ეს ნამდვილი ძარცვაა. ბურთს პორტუგალიელმა რენატო ვეიგამ შეახო, რაც იმას ნიშნავს, რომ არანაირი თამაშგარე არ ყოფილა. ყველაფერი ნათელია - ფიფას უბრალოდ პორტუგალიისა და კრიშტიანუ რონალდუს მერვედფინალში გაყვანა სურდა, რათა ესპანეთთან დიდი აფიშა მიეღო
მერვედფინალში რობერტო მარტინესის გუნდს სწორედ ესპანეთის ნაკრებთან უმძიმესი დაპირისპირება ელის.