განის ფეხბურთის ასოციაციამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლოს კეიროში დანიშნა.
მადრიდის რეალის, მანჩესტერ იუნაიტედის (ფერგიუსონის ასისტენტი), პორტუგალიისა და ირანის ნაკრებების ყოფილი მწვრთნელი განის ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უხელმძღვანელებს.
კეიროშს მსოფლიო ჩემპიონატების დიდი გამოცდილება აქვს. მან სამხრეთ აფრიკა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლისთვის მოამზადა, პორტუგალია 2010 წელს პლეიოფის ეტაპამდე მიიყვანა და ირანის ნაკრებს ხელმძღვანელობდა როგორც 2014, ასევე 2018 წლის ტურნირებზე.
მას ასევე უმუშავია ეგვიპტეში, ომანში, იაპონიასა და ყატარში და მოსალოდნელია, რომ მისი მდიდარი გამოცდილება მსოფლიო ჩემპიონატის დროს დიდ როლს შეასრულებს.
კეიროში დაუყოვნებლივ იწყებს მუშაობას „შავი ვარსკვლავების“ მოსამზადებლად ტურნირისთვის, რომელიც 2026 წლის 11 ივნისს დაიწყება.
განა თავის პირველ ჯგუფურ მატჩს 2026 წლის 17 ივნისს, კანადის ქალაქ ტორონტოში, პანამის წინააღმდეგ გამართავს, რის შემდეგაც ჯგუფში ინგლისსა და ხორვატიას შეხვდება.