ჟოზე მოურინიომ რეალთან კონტრაქტს ხელი მოაწერა.
როგორც The Athletic-ის ჟურნალისტი დევიდ ორშტეინი იტყობინება, ჟოზე მოურინიომ რეალთან 3-წლიანი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.
რეალი კლუბში პორტუგალიელის დაბრუნებას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოფიციალურად დაადასტურებს, რომელიც დიდი ალბათობით მომავალ კვირას, 7 ივნისს გაიმართება.
თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა და ფლორენტინო პერესი არჩევნებში სენსაციურად არ დამარცხდა, მოურინიო რეალში 2013 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდება.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჟოზე რეალს 2010-2013 წლებში წვრთნიდა და კლუბს ლა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასი მოაგებინა.