• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
მოურინიოს საკითხი საბოლოოდ გადაწყდა
ფეხბურთიფეხბურთი

მოურინიოს საკითხი საბოლოოდ გადაწყდა

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჟორჟე მენდეშის შუამავლობამ ჟოზე მოურინიოს საკითხი საბოლოოდ დაალაგა.


მას შემდეგ, რაც მისი გამოსასყიდი თანხის პუნქტი გაუქმდა, ტრანსფერის ფინანსურ პირობებზე შეთანხმება მიღწეულია და თუ ფლორენტინო პერესი 7 ივნისის არჩევნებში ხელახლა აირჩევა, სწორედ ის წარადგენს მას ოფიციალურად.


ეს მნიშვნელოვან დროს ზოგავს. კლუბი თავიდან აიცილებს არჩევნების შემდეგ მოლაპარაკებების ერთკვირიან პერიოდს, რომელიც საჭირო იქნებოდა სატრანსფერო თანხაზე შესათანხმებლად, განსაკუთრებით ახლა, როცა მანამდე არსებული გამოსასყიდი პუნქტი აღარ მოქმედებს.


გეგმა ასეთია: თუ ფლორენტინო აირჩევა, მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში მოურინიოს ოფიციალურად წარადგენენ და ის მუშაობას დაიწყებს.


ბენფიკამ საბოლოოდ უარი თქვა მოურინიოს სანაცვლოდ უფრო დიდი თანხის მოთხოვნაზე (განიხილებოდა მისი წლიური მთლიანი ხელფასი - 15 მილიონი ევრო) იმის სანაცვლოდ, რომ უკეთესი პირობები მიეღო მის მიერ არჩეული შემცვლელის დასანიშნად.


ეს სპეციალისტი მარკო სილვაა, რომელსაც ფულემთან კონტრაქტი ეწურება და რომელიც ასევე ჟორჟე მენდესის კლიენტია. ამასთან, ფულემს სილვასთვის კონტრაქტის გახანგრძლივების შეთავაზებაც აქვს გაკეთებული.


შესაბამისად, მიღწეული შეთანხმება ყველა მხარეს აკმაყოფილებს: ბენფიკას, რეალს, მოურინიოს, ფულემს (რომელსაც ახლა უკვე შეუძლია ახალი პროექტის დაგეგმვა და ახალი მწვრთნელის ძებნა) და თავად სილვას.


ნებისმიერ შემთხვევაში, მოურინიო, რომელიც ამჟამად სამშობლოში ისვენებს და მადრიდში გამგზავრებასა და კონტრაქტის ხელმოწერას ელოდება, დროს არ კარგავს. ამის შესახებ AS-იც წერდა. მწვრთნელს უკვე მკაფიოდ აქვს განსაზღვრული, რომელი პოზიციების გაძლიერება სურს, და რეალს დეტალური ანგარიში წარუდგინა.


მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დაწყებას და ფეხბურთელების უშუალოდ ნახვასა და მათ ურთიერთქმედებაზე დაკვირვებას ელოდება წინასასეზონო შეკრების დროს, მისი საწყისი გეგმაა, რომ კლუბმა მოიძიოს 1 ან 2 ცენტრალური მცველი, მარჯვენა მცველი, მარცხენა მცველი და 2 ცენტრალური ნახევარმცველი.


მათგან ერთ-ერთი უნდა იყოს, როგორც პორტუგალიაში ამბობენ, პლეიმეიკერი - ფეხბურთელი, რომელიც თამაშს აწყობს, ყველაფერს ერთმანეთთან აკავშირებს და გუნდის თამაშის მამოძრავებელი ძალაა, ხოლო მეორე - საყრდენი ნახევარმცველი, რომელიც ძირითადად დაცვით ფუნქციებს შეასრულებს.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ბენფიკა
ჟოზე მოურინიო
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ენცოს რეალში თამაში სურს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ენცოს რეალში თამაში სურს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,მწვრთნელი უკვე შეთანხმებული მყავს" - რეალის პრეზიდენტობის კანდიდატი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,მწვრთნელი უკვე შეთანხმებული მყავს" - რეალის პრეზიდენტობის კანდიდატი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინისიუსი და რეალი: რა შემთხვევაში გახანგრძლივდება კონტრაქტი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინისიუსი და რეალი: რა შემთხვევაში გახანგრძლივდება კონტრაქტი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

განსაკუთრებული ბრუნდება - მოურინიომ რეალთან კონტრაქტი გააფორმა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

განსაკუთრებული ბრუნდება - მოურინიომ რეალთან კონტრაქტი გააფორმა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

27 მაი, 2026

ენცოს რეალში თამაში სურს

News image

22 სთ წინ

,,მწვრთნელი უკვე შეთანხმებული მყავს" - რეალის პრეზიდენტობის კანდიდატი

News image

3 სთ წინ

ვინისიუსი და რეალი: რა შემთხვევაში გახანგრძლივდება კონტრაქტი?

News image

30 წთ წინ

განსაკუთრებული ბრუნდება - მოურინიომ რეალთან კონტრაქტი გააფორმა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება