მაიკლ ოლისემ რეალში გადასვლის სურვილის შესახებ განაცხადა.
ბავარიას ვინგერმა საფრანგეთის ნაკრების თანაგუნდელებს გაუზიარა, რომ მიუნხენური კლუბის დატოვება და მადრიდულ გრანდში გადასვლა სურს.
Bild-ის ინფორმაციით, ფრანგმა ფეხბურთელმა გუნდელებს საკუთარი გეგმები უკვე გაანდო. აღსანიშნავია, რომ მანამდე მსგავსი შინაარსის ინფორმაცია გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მაც გაავრცელა.
მიუნხენელები კვლავ სრული მზადყოფნით აპირებენ ფეხბურთელის შენარჩუნებას. იდეალურ ვარიანტში, კლუბს მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს და მზად არის წლიურად, გადასახადების დაქვითვამდე, 25 მილიონ ევროზე მეტი შესთავაზოს - ეს ნაბიჯი ოლისეს ბავარიის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქცევს.
მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფრანგმა ვინგერმა გუნდიდან წასვლა სკანდალით ან მკაცრი მოთხოვნებით სცადოს. ის არ არის ცნობილი როგორც პრობლემური ფეხბურთელი და ზოგადად, მიუნხენში თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილია.