საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, უეფა ევრო 2024-ს სიმბოლურ გუნდში ცნობილმა გამოცემა Opta-მაც შეიყვანა.
გუნდში ყველაზე მეტი ესპანელი (5) ფეხბურთელი მოხვდა, ორი გერმანელი, ერთი ინგლისელი, ერთი შვეიცარიელი და ერთიც ნიდერლანდელი.
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი
მცველები: კიმიხი (გერმანია), აკანჯი (შვეიცარია), გეჰი (ინგლისი), კუკურელია (ესპანეთი)
ნახევარმცველები: კროოსი (გერმანია), ფაბიან რუისი (ესპანეთი), ოლმო (ესპანეთი)
შემტევები: ნიკო უილიამსი (ესპანეთი), ლამინ იამალი (ესპანეთი), გაკპო (ნიდერლანდები).
ევრო 2024 - მამარდაშვილი WhoScored-ის ტურნირის გუნდში მოხვდა
