იტალიის სერია ა-ს 31-ე ტურში ემპოლი სტუმრად კალიარის დაუზავდა.
შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.
მასპინძელთა რიგებში სრული მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების მცველმა საბა გოგლიჩიძემ, რომელმაც 90 წუთში 8-დან 7 ორთაბრძოლა მოიგო, 3-დან 2 ჯერ უკეთესი აღმოჩნდა საჰაერო ორთაბრძოლაში, ბურთს 42-ჯერ შეეხო და 24-დან 18 პასი შეასრულა ზუსტად.
გამოცემა SofaScore-მ გოგლიჩიძეს ამ მატჩისთვის 7.5 შეფასება დაუწერა.