უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის პირველ მატჩში ყარაბაღის წინააღმდეგ ენტონი გორდონის ბენეფისი შედგა.
ნიუკასლის ინგლისელმა შემტევმა აზერბაიჯანულ გუნდს პოკერი შეუსრულა და ისტორიაში მეორე მოთამაშე გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე პირველ ტაიმში 4 გოლი გაიტანა.
ენტონი გორდონმა მიმდინარე სეზონის ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.
1. კილიან მბაპე - 13 გოლი, 1 საგოლე პასი
2. ენტონი გორდონი - 10 გოლი, 2 საგოლე პასი
3. ჰარი კეინი - 8 გოლი
4. ერლინგ ჰალანდი - 7 გოლი
5. ვიქტორ ოსიმენი - 6 გოლი, 2 საგოლე პასი
6. გაბრიელ მარტინელი - 6 გოლი, 1 საგოლე პასი
VIDEO: გორდონის პოკერი და განადგურებული ყარაბაღი — ნიუკასლმა მეორე მატჩი ფორმალობად აქცია