• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
გორიმბო კარიერას ასრულებს - "დუეინის გარეშე ეს ყველაფერი არ მოხდებოდა"
UFCUFC

გორიმბო კარიერას ასრულებს - "დუეინის გარეშე ეს ყველაფერი არ მოხდებოდა"

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ზიმბაბველმა მებრძოლმა თემბა გორიმბომ შერეულ ორთაბრძოლებში თავისი 16-წლიანი კარიერა დაასრულა. UFC-ის ქვესაშუალო წონის სპორტსმენმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ზედიზედ სამი მარცხი განიცადა და ორგანიზაციაში გამოსვლა 4 მოგებითა და 4 წაგებით დაასრულა.


გორიმბო მსოფლიომ მას შემდეგ გაიცნო, რაც 2020 წელს ტაკაში სატოსთან ბრძოლის წინ აღიარა, რომ საბანკო ანგარიშზე მხოლოდ 7.49 დოლარი ჰქონდა. მისმა მძიმე სოციალურმა ისტორიამ ჰოლივუდის სუპერვარსკვლავის, დუეინ როკ ჯონსონის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც სპორტსმენს ამერიკაში საკუთარი სახლი უყიდა და მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

გორიმბომ სოციალურ ქსელში ვრცელი გამოსამშვიდობებელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც UFC-ის ხელმძღვანელობას შანსისთვის, ხოლო დუეინ ჯონსონს განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:

35 წლის ასაკში ერთი თავი სრულდება და ახალი იწყება. გულწრფელად რომ გითხრათ, შვებას ვგრძნობ. არაფერს ვნანობ. მადლობა ჩემს მეგობარ დუეინ ჯონსონს და მის გუნდს ყველაფრისთვის. ჩემი ამერიკული ოცნება თქვენ გარეშე ნამდვილად არ ახდებოდა. მე არ დავნებებულვარ, უბრალოდ ეს ეტაპი დასრულდა.


მიუხედავად იმისა, რომ თემბა გორიმბომ თავის მთავარ სპორტულ მიზანს - გამხდარიყო UFC-ის ჩემპიონი - ვერ მიაღწია, ის შერეული ორთაბრძოლების სრულიად დატოვებას არ აპირებს. ზიმბაბველი სპორტსმენი გეგმავს, რომ მომავალში მუშაობა მწვრთნელისა და მენეჯერის ამპლუაში გააგრძელოს.


გარდა ამისა, გორიმბო აღნიშნავს, რომ ახლა მთელ ენერგიას საკუთარ შვილებს დაუთმობს, რათა მათ სხვა სპორტში დაეხმაროს წარმატების მიღწევაში:


ჩხუბი ჩემი ნიჭის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო. ახლა დროა, მთელი ყურადღება ჩემი ქალიშვილების ჩოგბურთის კარიერაზე გადავიტანო.
ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

MMA
UFC

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

თოფურიამ ცარუკიანს მდიდარი ბიჭის თამაშით შენიღბული ბავშვი უწოდა

•UFC

UFC

თოფურიამ ცარუკიანს მდიდარი ბიჭის თამაშით შენიღბული ბავშვი უწოდა
•UFC

UFC

„მას პატივს არ ვცემ“ - ჰოკიტმა ლუისი დანებების გამო გააკრიტიკა

•UFC

UFC

„მას პატივს არ ვცემ“ - ჰოკიტმა ლუისი დანებების გამო გააკრიტიკა
•UFC

UFC

როუზიმ მებრძოლ ქალებს წარმატების მთავარი საიდუმლო გაუზიარა

•UFC

UFC

როუზიმ მებრძოლ ქალებს წარმატების მთავარი საიდუმლო გაუზიარა
•UFC

UFC

გეიჯი: „ხაბიბის შემდეგ, თოფურია ჩემთვის ყველაზე რთული გამოცდაა“

•UFC

UFC

გეიჯი: „ხაბიბის შემდეგ, თოფურია ჩემთვის ყველაზე რთული გამოცდაა“
•UFC

UFC

News image

21 მაი, 2026

თოფურიამ ცარუკიანს მდიდარი ბიჭის თამაშით შენიღბული ბავშვი უწოდა

News image

21 მაი, 2026

„მას პატივს არ ვცემ“ - ჰოკიტმა ლუისი დანებების გამო გააკრიტიკა

News image

22 სთ წინ

როუზიმ მებრძოლ ქალებს წარმატების მთავარი საიდუმლო გაუზიარა

News image

16 სთ წინ

გეიჯი: „ხაბიბის შემდეგ, თოფურია ჩემთვის ყველაზე რთული გამოცდაა“

კომენტარები

ლინკის დაკოპირება