არგენტინაში უახლოეს უქმეებზე ლიონელ მესის პატივს მიაგებენ.
არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ ლეო მესის პატივსაცემად სპეციალური აქცია დაანონსა.
ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გუნდიდან წასვლის შესახებ განცხადება ორშაბათს გააკეთა. ამასთან დაკავშირებით, მომდევნო ტურში, არგენტინის როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა ყველა ლიგისა და კატეგორიის მატჩი 10-ე წუთზე შეჩერდება, რათა შეხვედრის მონაწილეებმა ლეგენდარულ ფეხბურთელს აპლოდისმენტებით მიაგონ პატივი.
მოსალოდნელია, რომ ინიციატივას გულშემატკივრებიც აქტიურად მხარს დაუჭერენ.
გარდა ამისა, ამ 1-წუთიანი პაუზის განმავლობაში სტადიონების ეკრანებზე ასოციაციის მიერ მომზადებული სპეციალური ვიდეორგოლი გამოჩნდება.