მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონასთან 2:4 წაგებული მატჩი ანტუან გრიზმანისთვის სარეკორდო აღმოჩნდა.
ფრანგი შემტევი ლა ლიგაში უცხოელ ფეხბურთელი ფეხბურთელების მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობით ლეო მესის გაუთანაბრდა.
აღნიშნული შეხვედრა გრიზმანისთვის 520-ე იყო - ზუსტად ამდენი ჩაატარა ბარსელონას მაისურით ლეო მესიმაც.
ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში არცერთ სხვა არაესპანელ ფეხბურთელს ამაზე მეტი მატჩი არ ჩაუტარებია.
საინტერესოა, რომ 520 ჩატარებული თამაშის მიუხედავად, გრიზმანს ლა ლიგა არასდროს არ მოუგია.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები