• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
გურამ კაშიას სტატისტიკა საქართველოს ნაკრებში
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

გურამ კაშიას სტატისტიკა საქართველოს ნაკრებში

02 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს.


რუმინეთთან ამხანაგური მატჩი საქართველოს ნაკრების კაპიტნისთვის ეროვნულ გუნდში ბოლო, 129-ე შეხვედრა იქნება.


კაშიას დებიუტი 2009 წლის პირველ აპრილს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მონტენეგროს წინააღმდეგ მატჩში შედგა, რომელიც 0-0 დასრულდა.


დღემდე ჩატარებულ 128 მატჩში (რეკორდი საქართველოს ნაკრებში) კაშიამ 3 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო, სულ 19 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღო, ჯამში კი ნაკრების მაისურით 10,489 წუთი ითამაშა.


აღნიშნული 128 შეხვედრიდან გურამი 122 შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში იყო, 6-ჯერ კი თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო.


99-ჯერ კაშია ცენტრალური მცველი იყო, 16-ჯერ - საყრდენი ნახევარმცველი, 13-ჯერ კი მარჯვენა მცველად იყო გამწესებული.


გურამი ნაკრებს კაპიტნად პირველად 2013 წლის 6 თებერვალს, ალბანეთთან ამხანაგურ მატჩში გაუძღვა, 2021 წლიდან კი ის ეროვნული გუნდიდან ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ მთავარი კაპიტანი გახდა.


ნაკრების მწვრთნელების მიხედვით გურამ კაშიას სტატისტიკა ასეთია:


ჰექტორ კუპერი - 4 მატჩი

თემურ ქეცბაია - 29 მატჩი, 1 გოლი

კახაბერ ცხადაძე - 10 მატჩი

ვლადიმირ ვაისი - 38 მატჩი, 1 გოლი, 1 საგოლე გადაცემა

რამაზ სვანაძე - 1 მატჩი

ვილი სანიოლი - 46 მატჩი, 1 გოლი


გურამმა ნაკრებში სადებიუტო გოლი 2012 წლის 12 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ფინეთთან მატჩში გაიტანა, რომელიც 1-1 დასრულდა.


ეროვნულ გუნდში მეორე გოლი კაშიამ 6 წლის შემდეგ, 2018 წლის 1 ივნისს, მალტასთან ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა სწორედ ამ გოლით მოიგო 0-1.


გურამის მესამე გოლი კი 2022 წლის 2 ივნისს, უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში, გიბრალტართან თამაშში ფიქსირდება, რომელიც საქართველომ 4-0 მოიგო.


და მთავარი მიღწევა - გურამ კაშია არის პირველი კაპიტანი, რომელმაც საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.


,,გული არაფერზე მწყდება" - კაშია ნაკრებში ბოლო მატჩის წინ

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრები
გურამ კაშია
ქართული ფეხბურთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კარგი ამბავი! როდის შედგება ჩაკვეტაძის დებიუტი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კარგი ამბავი! როდის შედგება ჩაკვეტაძის დებიუტი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

უკრაინის მწვრთნელი საქართველოსთან დაპირისპირებაზე საუბრობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

უკრაინის მწვრთნელი საქართველოსთან დაპირისპირებაზე საუბრობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალური განცხადება - რას წერს იბერია 1999 დემჩენკოსთან დაკავშირებით?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალური განცხადება - რას წერს იბერია 1999 დემჩენკოსთან დაკავშირებით?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: პირველი საგოლე მოქმედება - კვარაცხელიამ თანაგუნდელს გაატანინა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: პირველი საგოლე მოქმედება - კვარაცხელიამ თანაგუნდელს გაატანინა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

02 სექ, 2026

კარგი ამბავი! როდის შედგება ჩაკვეტაძის დებიუტი?

News image

24 სთ წინ

უკრაინის მწვრთნელი საქართველოსთან დაპირისპირებაზე საუბრობს

News image

15 სთ წინ

ოფიციალური განცხადება - რას წერს იბერია 1999 დემჩენკოსთან დაკავშირებით?

News image

12 სთ წინ

VIDEO: პირველი საგოლე მოქმედება - კვარაცხელიამ თანაგუნდელს გაატანინა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება