პეპ გვარდიოლამ გუნდის ახალწვეული აბდუკოდირ ხუსანოვი დაიცვა, რომელსაც ჩელსისთან წარუმატებელი დებიუტი ჰქონდა - მის შეცდომას პირველივე წუთებზე გოლი მოჰყვა, შემდეგ კი პეპმა ის მეორე ნახევრის დასაწყისშივე შეცვალა.
„მომჯობინდა თუ არა ხუსანოვი რთული დებიუტის შემდეგ? კი, რა თქმა უნდა! იცით, რამდენი ცენტრალური მცველი უშვებს ამ სეზონში ისეთ შეცდომებს, როგორიც ხუსანოვმა დაუშვა? ძალიან ბევრი!
ამიტომ, არ ვაპირებ მის დადანაშაულებას, უფრო ჩემი ბრალია, ჩვენ ყველა ვუშვებთ შეცდომებს და ცენტრალური მცველი სულ უნდა უმჯობესდებოდეს.
ის არც საჯაროდ და არც პირად საუბარში არაფერში დამიდანაშაულებია. არ ვაპირებ მსგავსი რამ ვაკეთო მცველთან, რომელმაც გადმოსვლის მერე მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩაატარა.
მე რომ დებიუტანტი ხუსანოვი ვიყო, მენდომებოდა, რომ დამეხმარონ - ახალ ქვეყანაში, ახალ გუნდში გადმოვედი. ენა და ძალიან ბევრი რამ, რაც აქამდე არასდროს არ გაგიგია და თანაც, პირდაპირ პალმერს და ჯექსონს ეთამაშები. ვისურვებდი, რომ დამხმარებოდნენ, მართლა.
ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ და გუნდმა ეს გააკეთა კიდეც. მომეწონა, როგორი რეაქცია ჰქონდათ ფეხბურთელებს, როცა ეს მოხდა." - აღნიშნა მან სიტის მწვრთნელმა.