მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, შესაძლოა სკუადრა აძურას ახალი მწვრთნელი გახდეს.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ესპანელ სპეციალისტს იტალიის ეროვნული ნაკრების ჩაბარების პერსპექტივით მოხიბლულია.
გვარდიოლას იტალიასთან მჭიდრო კავშირი აქვს (შეგახსენებთ, რომ ის ამ ქვეყანაში თამაშობდა) და მზადაა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან შეთავაზების შემთხვევაში, მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს.
საერთაშორისო დონეზე გადასვლის იდეა პეპს უკვე დიდი ხანია უტრიალებს. სანაკრებო ფეხბურთი მას შედარებით მშვიდ სამუშაო რიტმს სთავაზობს, ვიდრე ყოველკვირეული საკლუბო მარათონი.
მიუხედავად ამისა, მას მანჩესტერ სიტიში საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ესპანელს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულს ეწურება, თუმცა აქტიურად იწერება, რომ მან კლუბი შესაძლოა ამ სეზონის ბოლოსვე დატოვოს.