რაფაელ ლეაუ იტალიაში პროსტიტუციის საქმეში მონაწილეობას უარყოფს.
„უკვე დავავალე ჩემს ადვოკატს, დაიცვას ჩემი უფლებები ყველა ინსტანციაში ყველას წინააღმდეგ, ვინც აგრძელებს ჩემი რეპუტაციისთვის ცრუ ან ზიანის მომტანი ინფორმაციის გავრცელებას.
ბოლო დღეებში ჩემი სახელი, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელების, გამოჩნდა ვებსაიტებზე, სოციალურ ქსელებსა და გაზეთებში, მილანის პროკურატურის მიერ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.
მსურს პირდაპირ განვმარტო, რომ მე არანაირ კავშირში არ ვარ გამოძიების ქვეშ არსებულ ფაქტებთან. არ ვარ ჩართული და არ ჩამიდენია არცერთი დანაშაული.
მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ ჩემი სახელის ამ სიტუაციასთან თვითნებურად ან ზედაპირულად დაკავშირებისგან, სიმართლისა და პირადი ცხოვრების პატივისცემის გარეშე. ფეხბურთელებამდე ჩვენ ადამიანები ვართ, ოჯახითა და რეპუტაციით.
ამიტომ, უკვე დავავალე ჩემს ადვოკატს, დაიცვას ჩემი უფლებები ყველა ინსტანციაში ყველას წინააღმდეგ, ვინც გააგრძელებს ცრუ ან ჩემი რეპუტაციისთვის ზიანის მომტანი ინფორმაციის გავრცელებას.“ - წერს მილანის შემტევი სოციალურ ქსელში.
50 ფეხბურთელი სექს-სკანდალის ეპიცენტრში: გამოძიების დეტალები