იტალიაში სკანდალი სულ უფრო მწვავდება.
საუბარია ფუფუნების საგნებითა და სერვისებით მოვაჭრე სააგენტოზე, რომელიც, როგორც ირკვევა, მაღალი დონის სპორტსმენებისა და VIP კლიენტებისთვის ფარულ სექს-წვეულებებსა და პროსტიტუციის ქსელს აორგანიზებდა. საქმეში MADE Luxury Concierge ფიგურირებს, რომლის მფლობელები, ემანუელე ბუტინი და დებორა რონკი, უკვე დაკავებულები არიან.
50 ფეხბურთელი სექს-სკანდალის ეპიცენტრში: გამოძიების დეტალები
გამოძიების თანახმად, სააგენტო გარეგნულად ისეთ მდიდრულ მომსახურებას სთავაზობდა კლიენტებს, როგორიცაა კერძო მზარეულები, შოპინგი, იახტები და მოგზაურობა. თუმცა, რეალურად, ეს ყველაფერი მხოლოდ საფარი იყო სექს-ინდუსტრიისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ქსელში ჩართული იყო დაახლოებით 100 ქალი, ხოლო უკანონო საქმიანობით მიღებული შემოსავალი 1.2 მილიონ ევროს აჭარბებს.

გამოძიების ფარგლებში გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერებიდან ირკვევა, რომ სააგენტოს მომსახურებით არაერთი ცნობილი ფეხბურთელი და სხვა სპორტსმენი სარგებლობდა. გარდა სექსუალური სერვისებისა, MADE Luxury Concierge თავის VIP კლიენტებს ე.წ. „მხიარულ გაზსაც“
აწვდიდა.
ამ ეტაპზე იტალიელი სამართალდამცავები ფულის გათეთრებისა და პროსტიტუციის ექსპლუატაციის მუხლებით მუშაობენ. მედიაში ვრცელდება ახალი კადრები და ვიდეომასალა იმ დახურული წვეულებებიდან, რომლებსაც სააგენტო მილანის საუკეთესო კლუბებსა და კურორტებზე მართავდა. ჯერჯერობით კონკრეტული სპორტსმენების ვინაობა არ სახელდება, თუმცა გამოძიება გრძელდება და სკანდალი შესაძლოა ბევრად მასშტაბური აღმოჩნდეს.