ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

გვარდიოლა, პირლო და იტალიის ნაკრები - მალდინი ყველაფერს ამხელს
ფეხბურთიფეხბურთი

გვარდიოლა, პირლო და იტალიის ნაკრები - მალდინი ყველაფერს ამხელს

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

იტალიის ნაკრებიდან წამოსვლის შემდეგ, პაოლო მალდინიმ Corriere dello Sport-თან თავის პირველ ვრცელ ინტერვიუში რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გაამხილა.


გვარდიოლა იტალიის ნაკრებთან იმაზე ახლოს იყო, ვიდრე ვინმეს ეგონა


ბარსელონაში პეპთან მთელი დღე გავატარეთ. ის თანხმობასთან ძალიან ახლოს იყო. ფურცელზე უკვე შემადგენლობებსაც კი წერდა.


სიმართლე არ არის, თითქოს მან 20 მილიონი ევრო მოითხოვა. ფული საერთოდ არ ყოფილა განხილვის თემა. პეპმა გვითხრა: წინა მწვრთნელზე ერთი ევროთი ნაკლები მომეცით და ჩემთვის მისაღები იქნება.


საბოლოოდ მან უარი იმიტომ თქვა, რომ დაღლილი იყო. პრემიერ ლიგაში 10 უმძიმესი წელი გაატარა. ცოტა ხნის წინ ზურგზე ოპერაციაც გაიკეთა. დასვენება სურდა.“


რატომ იყო არჩევანი პირლოზე


„ჩვენი იდეა ტექნიკურ მხარეზე, შემტევ ფეხბურთსა და ცვლილებებზე იყო ორიენტირებული.


გვინდოდა ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელსაც იტალიის ნაკრებთან საკუთარი ისტორია ჰქონდა.


პირლოსთან ერთად დანიელე დე როსისა და ფაბიო გროსოზეც ვფიქრობდით, სამივე მსოფლიო ჩემპიონია. მაგრამ მალაგომ გვითხრა, რომ სერია A-ს მხრიდან ერთ-ერთი პირობა იყო, მათ მწვრთნელებს არ შევხებოდით.


ის, რომ პირლო გამარჯვებული მწვრთნელი არ არის, მხოლოდ პირადი მოსაზრებაა. ყოველთვის, როცა პირლოს ვესაუბრები, ძალიან მომზადებულ ადამიანად მეჩვენება.


თუ მას ტექნიკური დირექტორი დაუდგებოდა გვერდით, იდეალური მწვრთნელი იქნებოდა. როგორი რეზიუმე ჰქონდათ ბოლო ორ მწვრთნელს, რომლებმაც ნაკრებებთან ერთად დიდი საერთაშორისო ტურნირი მოიგეს? სკალონისა და დე ლა ფუენტეს.


თუ მხოლოდ მწვრთნელზე ფიქრობ, მხოლოდ დღევანდელ დღეზე ფიქრობ და არა ხვალინდელზე.“


პირლოს კონტრაქტი რუსულ კომპანიასთან


პირლო მზად იყო რუსულ კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტის საკითხი მოეგვარებინა. ის კარგი ადამიანია და ყველაფერს, რაც მოხდა, არ იმსახურებდა.


იტალიის ნაკრების მწვრთნელად მისი დანიშვნის რეალური სურვილი რომ ყოფილიყო, გამოსავალს აუცილებლად იპოვიდნენ.“


მანჩინისა და კონტეს შესახებ


საქმე ის არ არის, რომ მანჩინი არ მომწონს. მანჩინიც და კონტეც შესანიშნავი მწვრთნელები არიან.


ეს მეგობრობის საკითხი არ ყოფილა. უბრალოდ, ჩვენ განსხვავებული პროექტი გვქონდა.“


პროექტი მხოლოდ მწვრთნელის დანიშვნაზე გაცილებით დიდი იყო


„იტალიური ფეხბურთის რეფორმირებას დრო სჭირდება. ტალანტების აღზრდა ხანგრძლივი პროცესია.


გვინდოდა შეგვექმნა ახალი მოძრაობა, რომელშიც ფედერაციის ყველა რგოლი იქნებოდა ჩართული: სერია A, სერია B, სერია C, სამოყვარულო ფეხბურთი, მწვრთნელები, მსაჯები და ფეხბურთელები.


უნდა მოვმზადებულიყავით როგორც დღევანდელი, ისე ხვალინდელი დღისთვის.


8-10 წელი ბევრია? ეს ერთადერთი საკითხი იყო, რომელზეც სერია A-ს ეჭვები ჰქონდა. თუმცა ეს ვადა სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით განვსაზღვრეთ, არა მხოლოდ ისეთი დიდი საფეხბურთო ქვეყნების, როგორებიც ინგლისი, საფრანგეთი და ესპანეთი არიან, არამედ შედარებით პატარა ქვეყნებისაც, მაგალითად, შვეიცარიის.“


გარდამტეხი მომენტი


„პირველი, რაც მალაგოს ვკითხე, იყო, თუ ვინ აირჩევდა იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს?


მან გვითხრა, რომ მწვრთნელს ჩვენ ავირჩევდით და ის ჩვენს არჩევანს მხარს დაუჭერდა.


შემდეგ კი განვითარდა მოვლენები, რომლებმაც ეს ყველაფერი შეცვალა.“

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

იტალია
იტალიის ნაკრები
კონტე
პაოლო მალდინი
პეპ გვარდიოლა
პირლო
რობერტო მანჩინი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მანჩინი: „რატომ დავტოვე იტალიის ნაკრები სამი წლის წინ?"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მანჩინი: „რატომ დავტოვე იტალიის ნაკრები სამი წლის წინ?"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პაოლო მალდინის ემოციური წერილი ფრანკო ბარეზის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პაოლო მალდინის ემოციური წერილი ფრანკო ბარეზის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

5 წელი გაზიარებული ოლიმპიური ოქროს დაუჯერებელი ისტორიიდან

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

5 წელი გაზიარებული ოლიმპიური ოქროს დაუჯერებელი ისტორიიდან
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

„მალდინიმ კინაღამ გადამაფიქრებინა", - რატომ იუარა ბუფონმა ნაკრებში დაბრუნება?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„მალდინიმ კინაღამ გადამაფიქრებინა", - რატომ იუარა ბუფონმა ნაკრებში დაბრუნება?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

29 ივლ, 2026

მანჩინი: „რატომ დავტოვე იტალიის ნაკრები სამი წლის წინ?"

News image

31 ივლ, 2026

პაოლო მალდინის ემოციური წერილი ფრანკო ბარეზის

News image

02 აგვ, 2026

5 წელი გაზიარებული ოლიმპიური ოქროს დაუჯერებელი ისტორიიდან

News image

02 აგვ, 2026

„მალდინიმ კინაღამ გადამაფიქრებინა", - რატომ იუარა ბუფონმა ნაკრებში დაბრუნება?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება