ალვარო არბელოამ ვალენსიასა და რეალს შორის გამართული მატჩი (2:0) შეაჯამა.
„ვიცით, რომ ვიზიტი მესტალიაზე სტომატოლოგთან ვიზიტს ჰგავს. საქმე პრესინგსა და იმ ფაქტშია, რომ მასპინძლებს ქულები სჭირდებოდათ. ყველამ ვიცით, რას ნიშნავს ამ სტადიონზე, ამ ატმოსფეროში თამაში და იმ ვნების შეგრძნება, რომლითაც ისინი რეალის წინააღმდეგ მოქმედებენ.
არბელოა: "აქ ბოლო 11 წელიწადში 3 გამარჯვება გვქონდა — ვიცოდით, სადაც მოვდიოდით"
ჩვენ თამაში კარგად ვაკონტროლეთ, კურტუას არცერთი სეივის გაკეთება არ დასჭირვებია. ფეხბურთელებმა საიმედოდ ითამაშეს.
კარერასი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, პირველ წრეშიც შესანიშნავი გოლი გაიტანა. რაც შეეხება მბაპეს, მის აღსაწერად ეპითეტები მიმთავრდება.
გვეგონა, რომ კრიშტიანუს მსგავსს ვერავის ვნახავდით, მაგრამ ჩანს, კილიანი იმავე მიმართულებით მიდის“, – განაცხადა რეალის მთავარმა მწვრთნელმა კლუბის ტელევიზიის ეთერში.
VIDEO: კარერასისა და მბაპეს გოლები - რეალმა მესტალიაზე იმარჯვა