ჰაჯის რეკორდი გააუმჯობესა - იკარდის ისტორიული მიღწევა გალათასარაიში
25 დეკ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
მაურო იკარდი, ლეგიონერებს შორის, თურქეთის სუპერ ლიგაში გალათასარაის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
არგენტინელმა ცენტრფორვარდმა ლეგენდარული გეორგე ჰაჯის რეკორდი გააუმჯობესა - რუმინელის აქტივში სუპერ ლიგაში 59 გოლია, იკარდიმ კი უკვე 60 გოლი მოაგროვა და სტამბოლური გრანდის ისტორიაში შევიდა.
რაც შეეხება გალას ყველა დროის ბომბარდირთა სიას, მაურიტო იქ, 70 გოლით, მე-8 ადგილს იკავებს და 2 გოლით სწორედ ჰაჯის ჩამორჩება. კლუბის ყველა დროის ბომბარდირი მეტინ ოქტაია, რომელსაც 405 თამაშში 349 გოლი აქვს.
წლევანდელი სუპერ ლიგის 17 ტურის შემდეგ, გალათასარაის 42 ქულა აქვს და მე-2 ადგილოსან ფენერბაჰჩეს 3 ქულით უსწრებს. 17 იანვრამდე ზამთრის შესვენებაა.