ნორვეგიის ნაკრების ფორვარდმა, ერლინგ ჰალანდმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში ინგლისთან მარცხი (1:2) შეაფასა და აღნიშნა, რომ მის გუნდს მეტი ეკუთვნოდა.
„სიმართლე გითხრათ, მძიმე გრძნობაა. ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ მეტს ვიმსახურებდით და ინგლისის დამარცხებასთან ახლოს ვიყავით. არის გარკვეული სიცარიელის გრძნობა, თუმცა, ამავდროულად, სიამაყისაც - ინგლისის წინააღმდეგ მეოთხედფინალში ვითამაშეთ და ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ. ასეთი შერეული ემოციები მაქვს.
მსოფლიო ჩემპიონატზე ბედს სწორედ პატარა დეტალები და ეპიზოდები წყვეტს. ბრაზილიის წინააღმდეგ მატჩის ჩვენს სასარგებლოდ შემოტრიალება შევძელით.
დღევანდელ შეხვედრამდე შანსები 50/50-ზე იყო. რთული ბრძოლა გამოდგა, ინგლისს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს“, - განაცხადა ჰალანდმა.