ნორვეგიის ნაკრების ფორვარდის, ერლინგ ჰალანდის მამამ - ალფ-ინგე ჰალანდმა, მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში ინგლისთან მარცხის (1:2) შემდეგ, სოციალურ ქსელში ირონიული კომენტარი დატოვა.
მატჩის 57-ე წუთზე, მთავარმა მსაჯმა კლემან ტიურპენმა, VAR-ის კარნახით, ნორვეგიელთა გოლი გააუქმა - მიზეზად ერლინგ ჰალანდის მხრიდან ელიოტ ანდერსონზე თამაშის წესების დარღვევა დასახელდა.
შეხვედრაში კი დუბლი ჯუდ ბელინგემმა შეასრულა.
ალფ-ინგე ჰალანდი ინსაიდერ ფაბრიციო რომანოს პოსტს გამოეხმაურა, რომელიც ბელინგემის მორიგ ბრწყინვალე მატჩს ეძღვნებოდა:
„ყოჩაღ, ბელინგემს და მსაჯს!“ - დაწერა ნორვეგიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა.