ბილბაოსთან 2:0 გამარჯვების შემდეგ, ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრასა და ფეხბურთელების ინდივიდუალურ პერფორმანსზე ისაუბრა.
ჩემპიონთა ლიგის წილისყრა
მართალია, ბარსელონას ლიგის ფაზაში პსჟ-სთან, მანჩესტერ სიტისთან და ასტონ ვილასთან მოუწევს დაპირისპირება, თუმცა გერმანელ სპეციალისტს ამ თემაზე საუბარი არ უჩქარია:
ფლიკის თქმით, მისი მთავარი ფოკუსი ბილბაოსთან მატჩი იყო და სხვა გუნდებზე ჯერ არ უფიქრია.
ის მეტოქეებს კარგად იცნობს, თუმცა ურჩევნია კონცენტრაცია უშუალოდ მომდევნო შეხვედრებზე მოახდინოს და წინ ნაბიჯ-ნაბიჯ იაროს.
ვინ ვის ხვდება? - ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შედგა
ლამინ იამალის ფიზიკური კონდიციები
ახალგაზრდა ვარსკვლავმა მოედანზე სრული 90 წუთი გაატარა, რაც ფლიკის წინასწარ გათვლილი გეგმა იყო. მწვრთნელის განმარტებით, მსგავსი დატვირთვა იამალს ფიზიკური გამძლეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის ბოლოს მოთამაშეების გადაღლა სრულიად ბუნებრივი პროცესია.
რაფინია ახალ ამპლუაში
ბრაზილიელმა შემტევმა ცენტრფორვარდის პოზიციაზე 2 მატჩში უკვე 3 გოლი გაიტანა. ფლიკი მისი თამაშით აღფრთოვანებულია: მწვრთნელისთვის მთავარი ტაქტიკური გეგმის მიყოლაა, რასაც რაფინია იდეალურად ასრულებს. ბრაზილიელის დინამიკურობა, ინტენსივობა და მოედანზე შესრულებული შავი სამუშაო ბარსელონას ამჟამინდელ სათამაშო სტილს ზუსტად ერგება.