ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ, პარასკევს დილით გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ გუნდის მთავარი ფორვარდი, ჰარი კეინი, ბუნდესლიგის მომავალ მატჩს გამოტოვებს.
ინგლისის ნაკრებში ყოფნისას მიღებული კოჭის ტრავმის გამო, კეინი შაბათს დაისვენებს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის უმნიშვნელოვანეს მატჩამდე სამი დღით ადრე, სადაც მიუნხენელები მადრიდში რეალს დაუპირისპირდებიან.
კომპანიმ ფეხბურთელის მდგომარეობაზე ისაუბრა:
„ჰარი კვირამდე კარგად ვარჯიშობდა, თუმცა ნაკრებში ყოფნისას კოჭის არეში დისკომფორტი იგრძნო. ეს გავლენას ახდენს ხვალინდელ თამაშზე — ის განაცხადში არ იქნება.
მიუხედავად ამისა, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი სამშაბათის მატჩთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, სასიამოვნო არაა და მინდოდა, რომ ის ფრაიბურგის წინააღმდეგ გვყოლოდა, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით ეს შეუძლებელია.“
მიუხედავად მწვრთნელის ოპტიმიზმისა, კეინის მონაწილეობა მადრიდულ მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
რეალი და ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4 ფინალურ მატჩში ერთმანეთს სამშაბათს, 7 აპრილს დაუპირისპირდებიან.