78 წლის ჰარი რედნაპმა განაცხადა, რომ მზად არის ვესტ ჰემი უფასოდ გაწვრთნას.
რედნაპს ვესტ ჰემი უკვე გაწვრთნილი ჰყავს — 1994 წლიდან 2001 წლამდე.
ამ სეზონში გუნდი ნუნუ ეშპირიტუ სანტუს ხელმძღვანელობით პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა — 21 მატჩში მოპოვებული აქვს 14 ქულა.
„უფასოდ ვიმუშავებდი. თუ ვინმე დამირეკავდა, წავიდოდი და ამას უფასოდ გავაკეთებდი. საქმე ფულში არ არის. მომწონს სამსახურში მისვლა და ფეხბურთელებთან ყოფნა. ეს საქმე მიყვარს.
მარტინ ო’ნილი სელტიკის მთავარი მწვრთნელი გახდა და მან იცის, რას აკეთებს. ის გამოცდილია, ფეხბურთი ესმის. ეს რაკეტების შექმნა არ არის. საჭიროა მაქსიმუმი მიიღო იმ ფეხბურთელებისგან, რომლებიც გყავს. მათგან მაქსიმუმი უნდა ამოიღო“, — თქვა ჰარი რედნაპმა.
უკანასკნელი კლუბი, სადაც რედნაპმა იმუშავა — ბირმინგემია, რომელიც მწვრთნელმა 2017 წელს დატოვა.