UFC 318-ის მთავარ ბრძოლაში მაქს ჰოლოუეი დასტინ პორიეს დაუპირისპირდა.
ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ჰოლოუეიმ იმარჯვა და BMF-ის ქამარი დაიცვა.
დასტინ პორიე კი კარიერის ბოლო ბრძოლაში დამარცხდა და კარიერა ოფიციალურად დაასრულა.
ამერიკელმა ბრძოლის შემდეგ ხელთათმანები მოიხსნა და ოქტაგონზე დააგდო, რაც კარიერის დასრულების ნიშანია. პორიე MMA-ის კარიერას 30 მოგებითა და 10 წაგებით დაემშვიდობა.
ღონისძიების სხვა ბრძოლებში პაულო კოშტამ რომან კოპილოვს მოიგო გადაწყვეტილებით, დანიელ როდრიგესმა - კევინ ჰოლანდს, პატრისიო პიტბულმა დენ იგეს, მაიკლ ჯონსონმა კი - დანიელ ზელჰუბერს.
"კვლავ ჩემია" - თოფურია BMF-ის ქამარზე