ბარსელონასთვის დღევანდელი დღე მძიმე აღმოჩნდა - დადასტურდა, რომ იამალისთვის საკლუბო სეზონი დასრულებულია.
ტრავმის სიმძიმე ცნობილია - როდის დაბრუნდება იამალი?
ამ მტკივნეული ამბის შემდეგ, ლამინ იამალმა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართა:
„ეს ტრავმა მოედანს სწორედ მაშინ მაშორებს, როცა იქ ყოფნა ყველაზე მეტად მინდოდა. ეს იმაზე მეტად მტკივა, ვიდრე სიტყვებით შემიძლია გადმოვცე. მტკივა, რომ არ შემიძლია ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ბრძოლა და გუნდის დახმარება მაშინ, როცა მას ყველაზე მეტად ვჭირდები.
მათი მჯერა და ვიცი, რომ თითოეულ მატჩში მაქსიმუმს გაიღებენ. იქ ვიქნები, თუნდაც მოედნის მიღმა. დავუჭერ მხარს, ვუგულშემატკივრებ და მოვუწოდებ მათ წინსვლისკენ. ეს არ არის დასასრული, ეს მხოლოდ შესვენებაა.
დავბრუნდები იმაზე ძლიერი და მონდომებული, ვიდრე ოდესმე. შემდეგი სეზონი კი უკეთესი იქნება. მადლობა შეტყობინებებისთვის და Visca el Barça“.