ესპანეთის ნაკრებისა და ბარსელონას ტალანტმა, ლამინ იამალმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თავისი ოცნების მეტოქე დაასახელა.
18 წლის ფეხბურთელს სურს, რომ გადამწყვეტ მატჩში მოქმედ ჩემპიონს, არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდეს და საფეხბურთო ლეგენდასთან, ლიონელ მესისთან მაისური გაცვალოს.
Mundo Deportivo-ს მიერ მომზადებულ სპეციალურ კითხვარში, როდესაც იამალს ჰკითხეს, თუ ვისთან ისურვებდა ფორმების გაცვლას, მან მოკლედ უპასუხა: „მესისთან“. ხოლო ფინალის სასურველ მეტოქედ პირდაპირ არგენტინა დაასახელა.
ამავე ინტერვიუში იამალმა მიმდინარე მუნდიალის მთავარ სიურპრიზადაც ისაუბრა და მაროკოელი ისმაელ საიბარი გამოარჩია, რომელმაც საფრანგეთთან გამოვარდნამდე და ტრავმის მიღებამდე ფენომენალური ტურნირი ჩაატარა და ბაიერნში ტრანსფერიც გააფორმა.
ოცნების ფინალამდე ორივე გუნდს მძიმე გზა აქვს გასავლელი. ესპანეთის ნაკრები პარასკევს, ლოს-ანჯელესში, 18-მატჩიანი წაუგებელი სერიის მქონე ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მესი და არგენტინა კი, რომლებსაც ზედიზედ 12 შეხვედრა აქვთ მოგებული, კვირას კანზასში შვეიცარიის ნაკრებთან მატჩისთვის ემზადებიან.