საქართველოს ნაკრებმა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო.
ჯგუფის პირველ მატჩში ჩვენი ნაკრების მეტოქე პოლონეთი იყო, რომელიც მატჩის წინ ფავორიტად მოიაზრებოდა.
პირველი ტაიმის უგოლო ფრედ დასრულების შემდეგ, რამაზ სვანაძის გუნდმა მეორე ნახევარში გაცილებით კარგი თამაში აჩვენა და საბოლოოდ მატჩი 2:1 მოიგო.
55-ე წუთზე ანგარიში ნოდარ ლომინაძემ გახსნა. 73-ე წუთზე ჩვენი კარისკენ პენალტი დაინიშნა, რითაც პოლონელებმა ისარგებლეს და წონასწორობა აღადგინეს.
როცა ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, მსაჯის მიერ მე-4 დამატებულ წუთზე გორდეზიანმა მეორე გოლი შეაგდო და ჩვენს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.
გამარჯვების გარდა ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენი C ჯგუფის მეორე შეხვედრაში საფრანგეთმა და პოლონეთმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს (0:0), რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ტურის შემდეგ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.