-
Aa
+
ფონტის ზომა
განლაგება: 4-4-2
მეკარე: ბეირანვანდი
ირანელთა კიპერიმა ბელგიის წინააღმდეგ 7 სეივი, მათ შორის რამოდენიმე წარმოუდგენელი დარტყმული მოიგერია და მატჩის საუკეტესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
მცველები:
დენზელ დუმფრისი: ნიდერლანდელთა ბრწყინვალე მატჩში თავისი წვლილი დენზელ ვაშინგტონის სეხნიამაც შეიტანა - დუმფრისმა დაცვაში კარგი თამაშის გარდა ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა.
შოჯა ხალილზადეი: გამორჩეული იყო ირანელი ბელგიის წინააღმდეგ - ტრაქტორის ცენტრალური მცველი 21 დაცვითი კოტრიბუციით გამოირჩა.
აემერიკ ლაპორტი: დაცვაში შეუცდომელი თამაშის გარდა ბასკმა მცველმა ბრწყინვალე საგოლე გადაცემაც მიითვალა - ლაპორტმა ოიარსაბალს გაატანინა.
ნუნო მენდეში: 3 საკვანძო პასი, 1 შექმნილი საგოლე შანსი და ბრწყინვალე გოლი ჯარიმიდან - პორტუგალიელმა უზბეკეთთან გაილაღა.
ნახევარმცველები:
როდრი: პირველ ტურში სუსტი თამაშის შემდეგ, ფურია როხა საუდის არაბეთთან მთელი თავისი ბრწყინვალებით დაბრუნდა - შეუდარებელი იყო ნახევარდაცვის ლიდერი და ნაკრების კაპიტანი როდრი.
კევინ ლენინი: გამორჩეული იყო კაბო-ვერდელი ნახევარმცველი ურუგვაისთან შეხვედრაში - სწორედ ლენინმა გაუტანა სამხრეთამერიკელებს შორეული საჯარიმო დარტყმა და მატჩის საუკეთესოდაც დასახელდა.
შემტევები:
ლეო მესი: მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა არგენტინელმა ავსტრიის წინააღმდეგ - გაცუდებული პენალტის შემდეგ ლეომ ორჯერ აიღო ავსტრიელთა კარი და უკვე ერთპიროვნულად გახდა მუნდიალების ყველა დროის საუკეთესო გამტანი.
კოდი გაკპო: ნიდერლანდელი რომ ნარინჯისფერი მაისურის მორგების შემდეგ სულ სხვა ფეხბურთელი ხდება არახალი ამბავია. მისი მორიგი მსხვერპლები კი შვედები აღმოჩნდნენ - გაკპომ სკანდინავიელებს ორი გოლი გაუტანა, ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა და მატჩის საუკეთესოდაც დასახელდა.
ფორვარდები:
მიკელ ოიარსაბალი: მას შემდეგ რაც კაბო-ვერდესთან მატჩში ესპანელი პირველი ფეხბურთელი გახდა მუნდიალებზე, რომელიც ბურთს საწყის 30 წუთში ვერ შეეხო, საუდის არაბეთთან ოიარსაბალმა დუბლისა და საგოლე გადაცემის გაფორმება 24 წუთში შეძლო.
აიასე უედა: იაპონელთა შთამბეჭდავი გამარჯვების მთავარი შემოქმედი ფეინოორდის ფორვარდი, აიასე უედა იყო. იაპონელმა ორი ბრწყინვალე გოლის გარდა საოცარი საგოლე გადაცემაც მიითვალა იტოს გოლზე - უედა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები

