ილია თოფურია მეტოქეების შანსების სრულ იგნორირებას აგრძელებს.
UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი პირველი საჩემპიონო ქამრის დასაცავად ემზადება, სადაც მისი მეტოქე ჯასტინ გეიჯი იქნება. ტიტულების გამაერთიანებელი ეს ბრძოლა 14 ივნისს, თეთრ სახლში დაგეგმილ UFC-ის ღონისძიებაზე შედგება.
ესპანელი მებრძოლი დაპირისპირების აშკარა ფავორიტია. თოფურია საკუთარ ძალებში იმდენად დარწმუნებულია, რომ ჩარლზ ოლივეირასთან მატჩის მსგავსად, გამარჯვების აღნიშვნას ბრძოლის წინა ღამეს, სადღესასწაულო ვახშამით გეგმავს.
ამ ფონზე გასაკვირი არ არის მისი რეაქცია გეიჯის მენეჯერის, ალი აბდელაზიზის პოსტზე, რომელმაც სოციალურ ქსელ X-ში დაწერა:
„ჯასტინ გეიჯი იქნება ის, ვინც არის და ის მთელ მსოფლიოს შოკში ჩააგდებს. უბრალოდ თვალი ადევნეთ.“ - აღნიშნა მენეჯერმა, რაზეც თოფურიამ მოკლედ, მხოლოდ სიცილის ემოჯით უპასუხა და ყველას აჩვენა, რას ფიქრობს მეტოქის შანსებზე.
ამერიკელმა მებრძოლმა დროებითი ჩემპიონის ქამარი პედი პიმბლეტის დამარცხებით მოიპოვა. გეიჯისთვის ეს უპირობო ჩემპიონობის მესამე შანსია - მანამდე ის ჩარლზ ოლივეირასთან და ხაბიბ ნურმაგომედოვთან დამარცხდა. ბევრი მიიჩნევს, რომ 14 ივნისს თოფურიასთან მარცხის შემთხვევაში, გეიჯი კარიერას დაასრულებს.