2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის წინ ინგლისის ნაკრების რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე დგას.
FIFA-ს განახლებული რეგულაციების თანახმად, ყვითელი ბარათები ტურნირის მსვლელობისას ორჯერ ნულდება: პირველად ჯგუფური ეტაპის, ხოლო მეორედ მეოთხედფინალის დასრულების შემდეგ.
ამ წესის გათვალისწინებით, ნაკრების ხუთი მოთამაშე: ჯუდ ბელინგემი, დეკლან რაისი, მარკ გეჰი, ნიკო ო’რაილი და ჯორდან ჰენდერსონი ერთი გაფრთხილების ზღვარზე იმყოფებიან. ეს ნიშნავს, რომ ნორვეგიის ნაკრებთან მეოთხედფინალურ მატჩში მიღებული ყვითელი ბარათი მათ ნახევარფინალში თამაშის უფლებას ჩამოართმევს, იმ შემთხვევაში, თუ ინგლისი მომდევნო ეტაპზე გავა.
ინგლისის ნაკრებს მეოთხედფინალში ერთი დანაკლისი უკვე აქვს - ჯარელ კუანსა, რომელმაც მექსიკასთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიკაციას იხდის. გარდა ამისა, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჯორდან ჰენდერსონის მონაწილეობა, რომელმაც მექსიკასთან გამარჯვების შემდეგ მაჯის სერიოზული ტრავმა მიიღო და მკურნალობას გადის.
ინგლისი და ნორვეგია ერთმანეთს მაიამიში, შაბათს დაუპირისპირდებიან, გამარჯვებული კი ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს.