ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ჯანი ინფანტინოს ახალ სკანდალურ პროექტს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.
ფიფას პრეზიდენტს სურს, მსოფლიო ჩემპიონატის წილები კერძო ინვესტორებზე გაყიდოს, რამაც საფეხბურთო სამყაროში დიდი პროტესტი გამოიწვია.
ინგლისურმა მხარემ პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები გამოთქვა და აღნიშნა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება კულისებს მიღმა მიუღებელია.
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ოფიციალურ განცხადებაში პირდაპირ მიუთითა ინფორმაციის ნაკლებობასა და მართვის პრობლემებზე:
ამ წინადადების შესახებ არაფერი ვიცოდით და არანაირ დეტალს არ ვფლობთ. არსებული მწირი ინფორმაციის ფონზე, ღრმად ვართ შეშფოთებულნი იმ პროცედურებისა და მართვის პრინციპების არარსებობით, რამაც ასეთი ინიციატივის გაჩენა გახადა შესაძლებელი
ინფანტინოზე ზეწოლა პიკს აღწევს. უეფა ტურნირის ბოიკოტირებით უკვე იმუქრება, ინგლისის მკაცრი პოზიცია კი ფიფას პრეზიდენტს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს.
ტებასი ინფანტინოს უპირისპირდება