ინგლისური გამოცემა Footballfancast ვახტანგ სალიას შესახებ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ ნიუკასლის ქართველი თავდამსხმელი უდიდესი პოტენციალის მქონე ტალანტია, რომელსაც ძირითად გუნდში თავის დამკვიდრების შესანიშნავი შანსი აქვს.
გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურმა კლუბმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ბელგიის ნაკრების ფორვარდი მატიას პარდოც დაიმატა, სალიას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გრძელვადიან პერსპექტივაში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდეს.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ ნიუკასლმა ახალგაზრდა ქართველი 2025 წელს თბილისის დინამოდან ისეთი ევროპული გრანდების კონკურენციის მიუხედავად დაიმატა, როგორიც ბარსელონა და რეალი არიან.
მიუხედავად იმისა, რომ პირველ სეზონში სალიას ტრავმების გამო გაუჭირდა, მან ფორმა სწრაფად აღიდგინა და პრემიერლიგა 2-ში 4 შეხვედრაში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ცნობილი ჟურნალისტების, ბენსე ბოჩაკისა და გრემ ბეილის შეფასებით, მისი ტექნიკური და ტაქტიკური სიმწიფე ასაკისთვის უჩვეულოა, რის გამოც მთავარმა მწვრთნელმა მატიას იაისლემ შესაძლოა ის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში პერიოდულად სათამაშო წუთებით დატვირთოს.