იტალიაში, მილანის პროკურატურამ სერია A-ს მსაჯების შესაძლო სკანდალის გამოძიება დაიწყო, რომელშიც, შესაძლოა, მილანის ინტერიც იყოს გარეული.
გუშინ მოულოდნელად თანამდებობები დატოვეს სერია A-სა და B-ს მსაჯთა დანიშვნის კომისიის ხელმძღვანელმა ჯანლუკა როკიმ და VAR-ის ხელმძღვანელმა ანდრეა ჯერვაზონიმ. მანამდე იტალიური მედია წერდა როკის შესაძლო მონაწილეობაზე გარიგებულ მატჩებში.
ბრალდების მიხედვით ჩემპიონატის მატჩზე ბოლონია - ინტერისა და იტალიის თასის შეხვედრაზე ინტერი - მილანის წინააღმდეგ, მან განზრახ შეარჩია მსაჯები, რომლებიც ინტერის მიმართ სიმპათიით იყვნენ განწყობილნი. ყველა აღნიშნული მატჩი გასულ სეზონში ჩატარდა. როკის ასევე ბრალად ედება გავლენის მოხდენა უდინეზე - პარმას შეხვედრაზეც.
ნერაძურის ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, კლუბში გაკვირვებულნი არიან ამ ბრალდებებით, მით უმეტეს, რომ მათ ორივე ხსენებული მატჩი წააგეს.
ჯანლუკა როკის ბრალდებებთან დაკავშირებით 30 აპრილს დაკითხავენ.