საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ზაგრებში მიმდინარე გრან პრის მეორე დღეც მედლის გარეშე დაასრულა.
-73 კგ. წონით კატეგორიაში, გიორგი იანთბელიძემ და თორნიკე მოსიაშვილმა იასპარეზეს. იანთბელიძე პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა, მოსიაშვილმა კი რეპეშაჟში გამოსვლის უფლება მიიღო და ბრძოლას იქაურ პირველ რაუნდში გამოეთიშა.
-81 კგ. წონით კატეგორიაში, ირაკლი ბეროშვილმა ერთი დაპირისპირება მოიგო, მაგრამ შემდეგ ფინელ სპორტსმენთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
შეგახსენებთ, გათამაშების პირველ დღეს, -66 კგ. წონით კატეგორიაში, ლაშა ნადირაძემ და თორნიკე მაზიაშვილმა იასპარეზეს. ნადირაძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა წააგო.
ტურნირის მე-3, დასკვნით დღეს, ტატამზე 4 ქართველს ვიხილავთ: 90 კგ. წონით კატეგორიაში - ლუკა მაისურაძესა და მიხეილ კუპრაშვილს, ხოლო 100 კგ.-ში - საბა ინანეიშვილსა და გელა ზაალიშვილს.
ორთაბრძოლები დილის 11:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკების დაწყების დრო 17:00 საათი გახლავთ.