VIDEO: 5-დან 4 გასვლითი გამარჯვება - ტორონტომ ამჯერად ინდიანას მოუგო
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა ზედიზედ 5-მატჩიანი გასვლითი ტურნე გამარჯვებით დაასრულა და ინდიანაში ადგილობრივ პეისერსს დამაჯერებლად მოუგო - 129:111. კანადელებმა მეტოქე 4-ვე მეოთხედში დაამარცხეს.
შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი პეისერსის ლიდერი, პასკა სიაკამი (30 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი) გახლდათ, ტორონტოელთაგან კი არ ჯეი ბერეტი (22 ქულა, 6 მოხსნა, 4 ასისტი), იაკობ პოელტლი (22 ქულა, 9 მოხსნა, 1 ასისტი) და ბრენდონ ინგრამი (19 ქულა, 5 მოხსნა, 2 ასისტი) გამოირჩნენ, ხოლო სკოტ ბარნსს ორმაგი დუბლი ჰქობდა - 14 ქულა, 11 მოხსნა, 6 ასისტი.
სანდრომ პარკეტზე 22:09 წუთი გაატარა - 12 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი. 6-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. თითო-თითო ჩაჭრა და ბლოკიც ჰქონდა, ხოლო ბურთი არ დაუკარგავს.
აღსანიშნავია, რომ კანადელებმა გასვლაზე ზედიზედ ჩატარებული 5-დან 4 თამაში მოიგეს - ატლანტაში, ბრუკლინში, კლივლენდსა და ინდიანაში, მხოლოდ ფილადელფიაში დამარცხდნენ.
რეპტორსს 13 თამაშში 8 გამარჯვება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილამდე აინაცვლა. მომდევნო ტურში, 18 ნოემბრის 04:30 საათზე, შარლოტ ჰორნეთსს საკუთარ დარბაზში მიიღებს.