ჩელსი ლივერპულს საჩემპიონო დერეფანს მოუწყობს.
ლონდონელები ინგლისის ახალ ჩემპიონს პრემიერ ლიგის 35-ე ტურში კვირას, 4 მაისს უმასპინძლებენ. წითლებმა პრემიერ ლიგის ტიტული გასულ უქმეებზე მოიპოვეს.
„ამის გაკეთებას ვაპირებთ. ეს ტრადიციაა და ისინი ამას იმსახურებენ. არამგონია, მეტოქე არასათანადოდ მოგვიდგეს ან არასერიოზულად ითამაშოს.
ჩვენი ფეხბურთელები ალბათ იმ მომენტში იფიქრებენ, რომ მსგავსი რაღაცის გადატანას ერთხელ თავადაც ისურვებდნენ.
რაც შეეხება ჩელსისა და ლივერპულს შორის სხვაობას, ის ნამდვილად დიდია, ამას თქვენც ხედავთ. ვფრძნობ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და იმედია, ეს სხვაობა უფრო და უფრო შემცირდება." - აღნიშნა მარესკამ.