ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ისტორიაში მე-5 სპორტსმენი და პირველი ფეხბურთელი - კრიშტიანუ რონალდუ მილიარდერი გახდა
ფეხბურთიფეხბურთი

ისტორიაში მე-5 სპორტსმენი და პირველი ფეხბურთელი - კრიშტიანუ რონალდუ მილიარდერი გახდა

08 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

Bloomberg-ის მიხედვით, კრიშტიანუ რონალდუ ისტორიაში მე-5 სპორტსმენი და პირველი ფეხბურთელია, ვინც მილიარდერი გახდა.

იმის მიუხედავად, რომ კარიერის ბოლო წლები აქვს, ალ-ნასრთან გაფორმებული კონტრაქტის შედეგად, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის გამოთვლებით, ისტორიაში პირველი მილიარდერი ფეხბურთელია.

2023 წლის იანვარში, ალ-ნასრში გადასვლის შემდეგ, კრიშტიანუს წლიური ხელფასი 200 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, 2025 წლის ივნისში კი კლუბთან გააფორმა კიდევ 2-წლიანი კონტრაქტი, რომლის ჯამური ღირებულება 400 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

გარდა ამისა, Bloomberg-ისვე ცნობით, ხუთგზის ოქროს ბურთის მფლობელი Nike-თან გაფორმებული 10-წლიანი კონტრაქტით, წლიურად 18 მლნ ევროს გამოიმუშავებს, ასევე სპონსორობას უწევს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Armani და Castrol, რაც მის წმინდა ქონებას კიდევ 175 მლნ აშშ დოლარით ზრდის.

შესაბამისად, Bloomberg-მა მონაცემები კიდევ ერთხელ განაახლა და გამოაცხადა, რომ რონალდუს კაპიტალი 1.4 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რითაც ის სპორტის ისტორიაში მე-5 ათლეტია, ვისმა ქონებამაც მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. 

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, მასში მყოფ სპორტსმენთა სია ასეთია:

მაიკლ ჯორდანი - 3.5 მლრდ აშშ დოლარი;

ლებრონ ჯეიმსი - 1.5 მლრდ აშშ დოლარი;

ტაიგერ ვუდსი - 1.4 მლრდ აშშ დოლარი;

კრიშტიანუ რონალდუ - 1.4 მლრდ აშშ დოლარი;

როჯერ ფედერერი - 1.3 მლრდ აშშ დოლარი.

აღვნიშნოთ ისიც, რომ სხვადასხვა გამოცემების ვერსიებით, მილიარდერ სპორტსმენთა შორის ლიონელ მესი, ლუის ჰამილტონი და ფლოიდ მეივეზერიც არიან, თუმცა Bloomberg-ის ინდექსით, ასე არაა.

აქვე ინფორმაციისთვის, ამავე ინდექსით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი კვლავ ილონ მასკია - 451 მლრდ აშშ დოლარი, მეორე ადგილს ლარი ელისონი იკავებს - 343 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო მესამე პოზიციაზე მარკ ზაკერბერგია - 251 მლრდ აშშ დოლარი.

"თუკი შემიძლია, რომ კლუბის მფლობელი ვიყო, რატომ ვიყო მწვრთნელი, სპორტული დირექტორი ან აღმასრულებელი დირექტორი?! ეს ჩემი ოცნებაა და დარწმუნებული ვარ, მის ასრულებას შევძლებ. მეტსაც გეტყვით - იმედი მაქვს, არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე კლუბის მფლობელი ვიქნები", - განაცხადა რონალდუმ 2025 წლის დასაწყისში, პორტუგალიურ არხ Canal 11-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

კრიშტიანუ რონალდუ

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

News image

4 სთ წინ

"ვიცით, რომ წარსულში შეცდომები დავუშვით" - ამორიმი რონალდუს კომენტარზე

News image

05 ნოე, 2025

მანჩესტერის კრიტიკა, ხელის თხოვნა და მილიარდერობა, როგორც ოქროს ბურთი - რონალდუს ინტერვიუ [ნაწილი 1]

News image

5 სთ წინ

რონალდუ: "რატომ არ ვიყავი დიოგუ ჟოტას დაკრძალვაზე?"

News image

03 ნოე, 2025

1000 გოლამდე - მესისა და რონალდუს დაუჯერებელი სტატისტიკა

"ვიცით, რომ წარსულში შეცდომები დავუშვით" - ამორიმი რონალდუს კომენტარზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი