ისტორიაში მეორე - ჯოკოვიჩმა AO-ზე მე-100 მატჩი მოიგო
20 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობაზე კარიერაში მე-100 მატჩი მოიგო. ესპანელი პედრო მარტინესი 3 სეტში დაამარცხა - 6:3; 6:2; 6:2. მომდევნო წრეში
სერბი ვარსკვლავი ისტორიაში მეორეა, ვინც AO-ზე 100-მოგებიან ნიშნულს მიაღწია - როჯერ ფედერერს 102 გამარჯვება აქვს.
ასევე, ჯოკოვიჩი პირველია, ვინც მინიმუმ 100 თამაშის მოგება 3 სხვადასხვა დიდი სლემის ტურნირზე შეძლო - ავსტრალიის ღია პირველობა (100), როლან გაროსი (101) და უიმბლდონი (102).
ისტორიაში სულ 6 ჩოგბურთელია, ვინც დიდი სლემის ტურნირებზე მინიმუმ 100 მატჩი მოიგო:
ნოვაკ ჯოკოვიჩი - უიმბლდონი (102); როლან გაროსი (101), ავსტრალიის ღია პირველობა (100);
როჯერ ფედერერი - უიმბლდონი (105), ავსტრალიის ღია პირველობა (102);
მარტინა ნავრატილოვა - უიმბლდონი (120);
რაფაელ ნადალი - როლან გაროსი (112);
სერენა უილიამსი - ამერიკის ღია პირველობა (108);
კრის ევერტი - ამერიკის ღია პირველობა (101).
ჯოკოვიჩს წელსვე შეუძლია, გახდეს ისტორიაში პირველი ჩოგბურთელი, ვინც დიდი სლემის 4-ვე ტურნირზე 100 თამაშს მოიგებს - ამერიკის ღია პირველობაზე 95 გამარჯვება აქვს.
ნოლეს კარიერაში დიდი სლემის 24 ტიტული აქვს მოგებული (მათგან 10 სწორედ ავსტრალიის ღია პირველობაზე), რაც მამაკაცთა შორის რეკორდია, ზოგადად ჩოგბურთის ისტორიაში კი თანარეკორდი - ავსტრალიელ მარგარეტ კორტს ასევე 24 ტიტული აქვს.
სერბი AUS Open-ის მომდევნო წრეში მსოფლიოს 141-ე ჩოგან იტალიელ ფრანჩესკო მაესტრელის შეხვდება.